თავში

PepsiCo რეკორდულად მაღალ შემოსავალს ითვლის

PepsiCo რეკორდულად მაღალ შემოსავალს ითვლის
PepsiCo რეკორდულად მაღალ შემოსავალს ითვლის

ამერიკული გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია PepsiСo მიმდინარე წლის განმავლობაში მაღალ ფინანსურ მაჩვენებლებს სარეკლამო დანახარჯების ზრდას უკავშირებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ბრენდის განვითარების მიმართულებით კომპანიამ მიმდინარე წელს სარეკლამო დანახარჯები 12%-ით გაზარდა. მისი სუფთა მოგება კი ამავე პერდიოში 16%-ით არის გაზრდილი.

ჯამში კომპანიამ შემოსავლის სახით მიმდინარე წლის სამ კვარტალში 17,2 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 4,3%-ით მეტია. ეს მაჩვენებელი ყველანაირ მოლოდინზე მაღალია, ვინაიდან კომპანიაში სამიზნედ და მაქსიმალურ ნიშნულად 4% ჰქონდათ ნავარაუდევი.

 PepsiCo - ს ბრუნვის რეკორდულ ზრდაზე რამდენიმე დღის წინ CNBC - იც წერდა.

 შეგახსენებთ, PepsiCo აქტიურად იყიდება ქართულ ბაზარზეც. ის ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი საცალო და საბითუმო ქსელში. ის ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაცია შტაბ-ბინით პურჩეიზში, რომლის მთავარი წარმოებისა და მარკეტინგის სპეციალიზაცია კარბონატული უალკოჰოლო სასმელებია, ასევე მშრალი საკვები. გრადა ბრენდისა Pepsi-Cola, კომპანია ფლობს ბრენდებს Quaker Oats, Gatorade, Frito-Lay, SoBe, Naked, Tropicana, Copella, Mountain Dew, Mirinda და 7-Up (აშშ-ს გარეთ).

2006 წლიდან პეპსიკოს მთავარი აღმასრულებელი დირექტორია ინდრა კრიშნამურთი ნუუი. მისი მმართველობის პერიოდში კომპანიამ გეზი ჯანსაღ საკვებ პროდუქტებზე აიღო. კომპანია ბიზნესწრეების ინტერესში იმით მოხვდა, რომ გარემოზე ნულოვანი ზემოქმედების მიღწევას ცდილობს.

PepsiCo საკუთარ კონკურენტად მხოლოდ "კოკა-კოლას" აღიარებს. ამ ორი კომპანიის კონკურენციის 112-წლიან ისტორიაში პირველად "პეპსიკომ" "კოკა-კოლას" საბაზრო კაპიტალიზაციით 2005 წელს გადაუსწრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system