თავში

Phubber-მა 650 000-ლარიანი გრანტი მიიღო

Phubber-მა 650 000-ლარიანი გრანტი მიიღო
Phubber-მა 650 000-ლარიანი გრანტი  მიიღო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპმა Phubber-მა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, Phubber-ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციის მოსარგებლე ყველა პირი არის მყიდველიც და გამყიდველიც, მათ აქვთ თავისი პერსონალური მაღაზიები, სადაც შეუძლიათ ნივთების ატვირთვა, აქვთ რეიტინგის სისტემა, შეფასებები და ჰყავთ Follower-ები. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მუშაობს უკვე 19 თვეა, ჰყავს 120 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5 100 000 ლარი.

სტარტაპი GITA-ს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ბენეფიციარია და 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პერიოდში გადავიდა სწრაფი ზრდის ეტაპზე. GITA-ის გრანტთან ერთად კომპანიამ დამატებით მოიზიდა 400 000 დოლარის ინვესტიცია WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერისა და მეწილისგან. დამატებით 200 000 დოლარზე პროცესი მიმდინარეობს. ჯამურად ჯიტას გრანტის ჩათვლით კომპანიას მოზიდული აქვთ 700 000 დოლარი, რომელიც ტექნოლოგიის განვითარებასა და ახალი ბაზრების ათვისებას მოხმარდება. ფაბერი აგვისტოში უკრაინის ბაზარზე დაიწყებს ოპერირებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 650 000-ლარიანი საგრანტო პროგრამა, „მსოფლიო ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, 2019 წლის 22 მაისს დაიწყო. პროგრამის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system