თავში

British Airways-ის პილოტები გაიფიცნენ

​British Airways-ის პილოტები გაიფიცნენ
British Airways-ის პილოტები გაიფიცნენ

British Airways-ის პილოტები ხელფასების ზრდის მოთხოვნით ავიაკომპანიის ისტორიაში პირველ საყოველთაო გაფიცვას მართავენ. ინფორმაციას "დოიჩეველე" ავრჩელებს.

9 სექტემბერს ავიაკომპანიამ დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან რეისების თითქმის 100% გააუქმა, ორდღიანმა გაფიცვა თითქმის 300 ათასი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე აისახა.

9-10 სექტემბრის გაფიცვაში ავიაკომპანიის 4300 პილოტი მონაწილეობს. ბრიტანელი პილოტების პროფკავშირის (BALPA) ინფორმაციით, გაფიცვის ერთი დღე ავიაკომპანიას 40 მილიონი გირვანქა დაუჯდება. 48 საათში ავიაკომპანია საშუალოდ 1700-მდე ფრენას ახორციელებს.

ავიაკომპანიამ მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა და BALPA-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა. ანალოგიურ საპროტესტო აქციებს BALPA 27 სექტემბერს და საშობაო არდადეგების წინაც გეგმავს.

British Airways-ისა და BALPA-ს მოლაპარაკებები 9 თვეა მიმდინარეობს. ივლისში ავიაკომპანიამ პილოტებს სამი წლის განმავლობაში ხელფასების 11,5%-ით მომატება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system