თავში

პირბადიანი ტურიზმის ერა დაიწყო

პირბადიანი ტურიზმის ერა დაიწყო
პირბადიანი ტურიზმის ერა დაიწყო

მსოფლიო იზოლაციიდან და საკარანტინე რეჟიმიდან გამოვიდა, ახლა პირბადიანი ტურიზმის დრო დგება. იხსნება საზღვრები და ქვეყნები ემზადებიან საერთაშორისო ტურისტების მისაღებად, თუმცა კორონავირუსი კვლავ ჩვენ გვერდითაა და ამ ინფექციის რისკი, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შედგენილი სიის მიხედვით, ყველაზე მაღალია შემდეგ ქვეყებში: ავღანეთი, ბანგლადეში, ბელარუსი, ბელგია, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ინდოეთი, ინდონეზია, ირანი, ესპანეთი, იტალია, კანადა, ყატარი, კოლუმბია, ქუვეითი, მექსიკა, ნიდერლანდები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, პაკისტანი, პერუ, პოლონეთი, პორტუგალია, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, აშშ, თურქეთი, უკრაინა, საგრანგეთი, ჩილე, შვედეთი ეკვადორი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. სწორედ ამ ქვეყნის აეროპორტებში გადაადგილება ადამიანებისთვის რისკის შემცველია.

სიაში არცერთი ქართული აეროპორტი არ დასახელებულა. უსაფრთხოების ზომების უკიდურესი გამკაცრებით, საქართველოს ყველა აეროპორტი უსაფრთხო ფერენებისთვის ემზადება.

მაგალითისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შესასვლელებში დამონტაჟდა აპარატები ხელების დეზინფექციისთვის, სპეციალური ვიდეოსკანერები მგზავრთა ტემპერატურის გასასინჯად. ასევე სპეციალური სტიკერებით არის აღნიშნული მანძილი ასაფრენ და დასაფრენ ტერმინალებს შორის, სარეგისტრაციო დახლებზე დამონტაჟებულია დამცავი ფარები მგზავრებსა და აეროპორტის თანამშრომლებს შორის პირდაპირი კონტაქტის აღსაკვეთად.

საქართველოში შიდატურიზმი 15 ივნისიდან იხსნება, ხოლო უცხოელ დამსვენებლებს ქვეყანა 1 ივლისიდან უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system