თავში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 0.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მონაცემებით,  2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI)  $1.267 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია. 

მთლიან ინვესტიციებში რეინვესტიციებზე მთლიანი ინვესტიციების 48%, ანუ $612.5 მილიონი აშშ დოლარი მოდის.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, საიდანაც $247.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც განხორციელებულმა ინვესტიციებმა $236 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა $132 მილიონის ინვესტიციებით.

ქვეყნების მიხედვით, სრული რეიტინგი ასეთია:

1) გაერთიანებული სამეფო - $247.8 მილიონი აშშ დოლარი;
2) თურქეთი - $236.5 მილიონი აშშ დოლარი;
3) ირლანდია - $132 მილიონი აშშ დოლარი;
4) აშშ - $99 მილიონი აშშ დოლარი;
5) პანამა - $78.1 მილიონი აშშ დოლარი;
6) ნიდერლანდი - $52.9 მილიონი აშშ დოლარი;
7) რუსეთი - $50.5 მილიონი აშშ დოლარი;
8) ჩინეთი - $40.4 მილიონი აშშ დოლარი;
9) იაპონია - $39.2 მილიონი აშშ დოლარი;
10) დანარჩენი ქვეყნები - $290.5 მილიონი აშშ დოლარი. 

საქსტატის მონაცემებით, ზოგადად, ინვესტიციები ევროკავშირიდან გაიზარდა 1.4%-ით, დსთ-დან - შემცირდა 2.5-ჯერ. 

შემცირდა 6-ჯერაა შემცირებული ინვესტიციები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან კი გაიზარდა 4.8-ჯერ.

ინვესტიციები გაიზარდა - ენერგეტიკაში (61%), სასტუმროები და რესტორნები (102%)
ინვესტიციები შემცირდა - უძრავ ქონებაში (-125%), ტრანსპორტში (-65%)

ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი 193.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი, 157.5 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება 2019 წლის მხოლოდ მეოთხე კვარტალს შედეგს, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეოთხე კვარტალში 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეოთხე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია. 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო – 36.1 პროცენტით, მეორეზე თურქეთი – 22.2 პროცენტით, ხოლო მესამეზე ნიდერლანდი – 13.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის მეოთხე კვარტალში 66.1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 138.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.8 პროცენტია. მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 49.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – უძრავი ქონების სექტორი 41.6 მლნ. აშშ დოლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system