თავში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატში სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

საქსტატის მიხედვით, მთლიან ინვესტიციებში $560 მილიონი დოლარი რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც მთლიანად FDI-ის 90% იყო.

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია პანდემიურ წელს დიდი ბრიტანეთის ინვესტორებმა ჩადეს. ბრიტანეთიდან შემოსული ინვესტიციების შარშანდელი ჯამი $307 მილიონი დოლარი იყო.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურას განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით გვიჩვენებს სტრუქტურული დიაგრამა #3. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 49.9 პროცენტით, მეორეზე - ნიდერლანდი 27.9 პროცენტით, ხოლო მესამეზე - თურქეთი 17.5 პროცენტით.

შარშანდელი FDI ქვეყნების მიხედვით ასეთია:

გაერთიანებული სამეფო - 307.8 მილიონი დოლარი;
ნიდერლანდი -172.1 მილიონი დოლარი;
თურქეთი - 108.1 მილიონი დოლარი;
აშშ - 93.3 მილიონი დოლარი;
მალტა - 27.6 მილიონი დოლარი;
ლუქსემბურგი -26.5 მილიონი დოლარი;
რუსეთი - 25.5 მილიონი დოლარი;
გერმანია - 23.7 მილიონი დოლარი;
დანია -22.0 მილიონი დოლარი;
პანამა - მინუს 209.3 მილიონი დოლარი;
დანარჩენი ქვეყნები - 19.5 მილიონი დოლარი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system