თავში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წლის პირველ კვარტალში წ/წ 28.3%-ით შემცირდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში წ/წ 28.3%-ით შემცირდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წლის პირველ კვარტალში წ/წ 28.3%-ით შემცირდა

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წლის პირველ კვარტალში წ/წ 28.3%-ით შემცირდა და 125.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 

ამავე პერიოდში რეინვესტიცია წ/წ 46.4%-ით შემცირდა, ხოლო სააქციო კაპიტალი და სავალო ვალდებულებები წ/წ 7.1%-ით და წ/წ 68.6%- ით გაიზარდა, შესაბამისად. რეგიონულ ჭრილში, ჯამური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ევროკავშირის და დსთ-ს ქვეყნებიდან 1.8% და 254.4%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან კი 40.4%-ით შემცირდა. 

პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები დიდი ბრიტანეთი (70.5%), რუსეთი (25.4%) და თურქეთი (19.5%) იყო*. †სექტორულად ყველაზე წილი დაფიქსირდა საფინანსო (74.9%), ენერგეტიკის (28.3%) და სამთომოპოვებითი მრეწველობის (22.2%) სექტორებში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system