თავში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში ოთხჯერ შემცირდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში ოთხჯერ შემცირდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში ოთხჯერ შემცირდა

გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, 2019 წელთან შედარებით, ოთხჯერ შემცირდა და 46 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა 2020 წლის 9 თვის განმავლობაში.

ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ენერგომიმოხილვაშია აღნიშნული.

COVID-19 პანდემია ძირითად დაბრკოლებად მოიაზრება, თუმცა ლარის გაცლითი კურსის გაუფასურების ფონზე დღეისათვის ფაქტიურად არ არსებობს განახლებადი ენერგიის წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა ინვესტიციების მოზიდვას და შეამცირებდა იმპორტზე დამოკიდებულებას.

მიმოხილვაში განმარტებულია, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ოპერირების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია ბაზრის ლიბერალიზაციისაკენ. ბირჟის ფუნქციონირებამ ხელი უნდა შეუწყოს სექტორში საბაზრო ფასების ფორმირებას, რაც დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე და სწორ სიგნალებს გადასცემს ბაზრის მონაწილეებს.

ელექტროენერგიის მოხმარება მოსალოდნელია 12.6 ტვტ. სთ-მდე გაიზარდოს მიმდინარე წელს, რაც 2019 წლის დონეზე (12.8 ტვტ. სთ.) ნაკლებია. ჯამურმა გენერაციამ მოსალოდნელია 11.5 ტვტ. სთ. შეადგინოს (ენგურზე მიმდინარე სამუშაოების გათვალისწინებით) აღნიშნულ პერიოდში და დეფიციტი 1.6 ტვტ. სთ. მიაღწევს, რაც შესაძლოა დაკომპენსირდეს იმპორტის ან თბოსადგურების გენერაციის ზრდის ხარჯზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system