თავში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 41.7 პროცენტით შემცირდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 41.7 პროცენტით შემცირდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 41.7 პროცენტით შემცირდა

საქსტატის დღეს გამოქმეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის პირველ კვარტალში 41.7 პროცენტით შემცირდა.

2020 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 165.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 41.7 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურის მიხედვით პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 44.2 პროცენტით, მეორე ადგილზე აშშ - 17.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე პანამა - 11.9 პროცენტით.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის I კვარტალში 87.5 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 94.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 57.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი - 34.0 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 15.8 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების მიზეზად მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულებასა და რამდენიმე საწარმოს გადასვლას  ასახელებს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system