თავში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირედით გაიზარდა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირედით გაიზარდა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირედით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით,საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

2020 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 24.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 22.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 13.3 პროცენტით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის II კვარტალში 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ. აშშ დოლარით.

შეგახსენებთ, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემები, 2020 წლის დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2021 წლის 16 აგვისტოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system