თავში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია პოსტ-კოვიდ ჭრილში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია პოსტ-კოვიდ ჭრილში
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია პოსტ-კოვიდ ჭრილში

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას უკვე პოსტ-კოვიდ ჭრილში შევხედეთ, სადაც გამოიკვეთა ქვეყნის პრიორიტეტული სექტორები, მაგალითად ელექტრო ნაწილების წარმოება, ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდება, ასევე, სხვა კომპონენტები, როგორებიცაა სამედიცინო ფარმაცევტიკა, კვლევითი ცენტრები და ა.შ." - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მან კერძო სექტორის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობა, განახლებული პროექტები და ქვეყნის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია გააცნო.

"პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ინვესტიციების წახალისებაც, რომელზეც სააგენტო აქტიურად მუშაობს. დღეის მდგომარეობით 130 მლნ ლარამდე პორტფელი გვაქვს, როგორც წარმოების, ასევე, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა და დასძინა, რომ საინფორმაციო ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება ყველა კერძო სექტორთან, რომლის ფარგლებშიც ბიზნესს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system