თავში

პირუტყვის უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება

პირუტყვის უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება
პირუტყვის უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება

ვეტერინარული ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის შედეგების შეჯამებისას აღნიშნა, რომ ბოლო წლებში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

მინისტრის თქმით, განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს ეპიდემიოლოგიური აფეთქებების თავიდან აცილებას, ზოონოზური დაავადებების შემცირებას ცხოველებსა და ადმიანებში, ფერმერების დაცვას ეკონომიკური ზარალისგან, კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

2019 წელს, სააგენტოს ვეტერინარების მიერ განხორციელდა 4 858 686 მანიპულაცია (ვაქცინაცია/რევაქცინაცია/კვლევა).

უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდა შემდეგ დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ცოფი, ნოდულარული დერმატიტი, ბრუცელოზი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი, ცხვრის და თხის ყვავილი.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, იდენტიფიცირებულია 785 506 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.

ქვეყნის მასშტაბით არსებულ 6 ვეტერინარულ ზედამხედველობის პუნქტში, სეზონური გადარეკვისას, გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ უფასოდ დამუშავდა 720 439 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი.

ვეტერინარული ღონისძიებები მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system