თავში

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა
პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს. 

2021 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით გაიზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად, პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა. 

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთის ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით შემცირდა.

2021 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის ეკონომიკა მხოლოდ 1.3%-ით შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანში ნავთობპროდუქტების წილმა ეკონომიკურ ზრდაში 6.4%-ით მოიმატა, რისი მთავარი მიზეზიც სანავთობო ბაზარზე სიტუაციის დასტაბილურებაა. აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული ნედლი ნავთობის ფასი 69 დოლარამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ Azeri LT CIF-ზე ყველაზე დაბალი ფასი 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალური - 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს, მიმდინარე წლის 3 თვეში ეკონომიკა საშუალოდ 1.4%-ით შეუმცირდა. რუსეთში 0.5%-იანი ეკონომიკის ზრდა მხოლოდ მარტში დაუფიქსირდა. 

მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე კარგი ეკონომიკური მდგომარეობა თურქეთშია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში იქ ეკონომიკა შემცირების ნაცვლად, 1.7%-ით გაიზარდა. თურქეთში 5%-იან ეკონმიკურ ზრდას პროგნოზირებენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა წელს ეკონომიკის 4.3%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system