თავში

პირველად Youtube-ის შემოსავლები ცნობილი ხდება

პირველად Youtube-ის შემოსავლები ცნობილი ხდება
პირველად Youtube-ის შემოსავლები ცნობილი ხდება

Alphabet-ის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ, თავისი პირველი საანგარიშო მოხსენება წარმოადგინა, სადაც ვიდეო პლატფორმა Youtube-ის შემოსავლებზეცაა ინფორმაცია, ეს კი Google-ს აქამდე არასდროს გაუკეთებია. 

Google-მა Youtube-ი 2006 წელს შეიძინა $1.65 მილიარდად და მას შემდეგ კომპანია სტაბილურად განაგრძობს ზრდას. მოხსენებაში ნათქვამია რომ, ვიდეო პლატფორმამ ბოლო 3 თვეში $5 მილიარდი, ხოლო მთლიანად წლის განმავლობაში $15 მილიარდი გამოიმუშავა რეკლამებით, რაც გუგლის მთლიანი შემოსავლების 10%-ია.  შედარებისთვის, გამომუშავებული თანხა დაახლოებთ Facebook-ის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 1/5-ია და 6-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე Amazon-ის კუთვნილებაში არსებული კომპანია Twitch-ის. 

Alphabet-ის მთლიანი შემოსავალი 2019 წლის მეოთხე კვარტალში, $46 მილიარდია, რაც 17%-ით უფრო მეტია ვიდრე 2018-ში. სუფთა მოგებამ $10.7 შეადგინა. ამგვარად, Alphabet-ის მთავარი შემოსავალი Google-ის საძიებო სისტემა რჩება ($27 მილიარდი), თუმცა, როგორც ხედავთ, ამ "იმპერიაში" თავისი წვლილი Youtube-საც შეაქვს. ასეთი მონაცემებით, კორპორაციამ ვოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა მოგებაში, თუმცა ვერ გაამართლა იმედები საერთო შემოსავალში. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ პიჩაიმ Youtube-ის შემოსავლების გასაჯაროება გადაწყვიტა.  მან ასე ინვესტორები დაამშვიდა და მათ აჩვენა, რომ ამ გიგანტურ კორპორაციაში Google-ის საძიებო სისტემა ერთადერთი პლატფორმა არაა რასაც მოგება მოაქვს, რომ აქ კიდევ არის მზარდი კომპანიები, რომლებიც სულ უფრო და უფრო იზრდება. 

წყარო: Theverge

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system