თავში

პირველადი ჯანდაცვა - რეფორმის სუსტი რგოლი

პირველადი ჯანდაცვა - რეფორმის სუსტი რგოლი
პირველადი ჯანდაცვა - რეფორმის სუსტი რგოლი

ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებაზე საუბრობს. როგორც მან report.ge-თან საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის რეფორმა ვერ მოიტანს შედეგს, თუკი პირველადი ჯანდაცვა არ განვითარდება და სამედიცინო სერვისის ხარისხი არ გაუმჯობესდება. მისი თქმით, 7 წელიწადში ჯანდაცვის ხარჯი 4-ჯერ გაიზარდა, მაგრამ მოსახლეობამ ამით საგრძნობი სარგებელი მაინც ვერ მიიღო.

,,პირველადი ჯანდაცვის პრობლემა საქართველოში ვერ მოგვარდა. დაავადების დროული გამოვლენა არ ხდება, არ შეცვლილა სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა და წამლებზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გართულდა. მოსახლეობას ოპერაცია უფინანსდება, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობაც, მაგრამ ეს მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორს დაეტყო. სამწუხაროდ, რეფორმამ ვერ მოგვცა შედეგი და ამ დროს ბიუჯეტიდან ბევრი იხარჯება. შეიძლება ითქვას, რომ ხარისხის მონიტორინგი და კონტროლი კვლავინდებურად დაბალ დონეზეა. პირველადი ჯანდაცვის სფეროს საერთოდ ვერ მივხედეთ. შედეგის მიღწევა სხვადასხვა დარგის განვითარებასა და ეფექტურობაზეა დამოკიდებული, თუ მომიჯნავე სფეროებს არ მივხედავთ, პრობლემა ვერაფრით მოგვარდება", - განაცხადა ჩიხლაძემ KAS EPRC-ის ეკონომიკური არენის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის კომენტირებისას.

შეგახსნებეთ, კვლევის მიხედვით, ჯანდაცვაზე დანახარჯით, საქართველო ბოლო ადგილზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system