თავში

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება

პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პირველი დისტანციური ტექ კონფერენცია საქართველოდან გაიმართება

10 დღიანი ონლაინ კონფერენცია 100-ზე მეტ კომპანიას და 1000-ზე მეტ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გააერთიანებს, საქართველოდან გაიმართება. ღონისძიება 20 ნოემბერს გაიხსნება.

Touch Digital Summit-ი „საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით იმართება.

პროექტის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილეების სამომავლო პროფესიულ განვითარებას და სასარგებლო კავშირების დამყარებას. 

ბანკი განმარტებით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ პრეზენტაციებს, სემინარებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ინოვაციური კომპანიის წარმომადგენლები გაუძღვებიან. წარმოდგენილი კომპანიების ჩამონათვალშია: Google, Facebook, Deloitte, VICE, DeviantArt, Tesla, Rotten Tomatoes და სხვა. გარდა ამისა, კონფერენციის ძირითადი დრო დაეთმობა ნეთვორქინგს და ბიზნეს შეხვედრებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მონაწილეების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაკავშირებას. თემები, რომლებსაც სპიკერები შეეხებიან მრავალფეროვანია და ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესისთვის, გლობალური პროდუქტების შექმნა, მეწარმეობა, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, მომხმარებლის გამოცდილება, ბიზნესის განვითარება და გაყიდვები, საცალო და ინტერნეტ ვაჭრობა და სხვა.

"საქართველოს ბანკის" განცხადებით, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მეწარმეს, დიზაინერს, მარკეტერს, დეველოპერს თუ ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაძიებელს შეუძლია. მეტი დეტალისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: touch.ge/summit

შეგახსენებთ, პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი რეგიონალური შეხვედრა სტარტაპებისთვის, რომელმაც 50-მდე სტარტაპის დამფუძნებელი და საერთაშორისო დონის ინვესტორი, აქსელერატორი თუ კომპანია ონლაინ სივრცეში გააერთიანა. Startup Touch-ის ფარგლებში 250-ზე მეტი შეხვედრა შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროექტი როგორც სტარტაპებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის ნაყოფიერი და ახალი შესაძლებლობების მომტანი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system