თავში

პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში

პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში
პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში

უჩხოში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის კილომეტრნახევრიანი კანიონინგის მარშრუტი ეწყობა.უჩხოს მიმართულება იქნება პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მომზადდა 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. 

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system