თავში

პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვება 2022 წლისთვის გადაიდო

პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვება 2022 წლისთვის გადაიდო
პირველი ქართული ელექტრომობილის გამოშვება 2022 წლისთვის გადაიდო

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ხელი პანდემიამ შეუშალა. ინვესტორი ახლა ნებართვაზე მუშაობს, ტექნოლოგიური ხაზიც შერჩეული აქვს. მთავრობამ გაითვალისწინა კოვიდკკრიზისი და  ინვესტორს ვადა გადაუწია.

"იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რომ მწვანე ეკონომიკა განვავითაროთ და ამასთან, ქუთაისი განმტკიცდეს, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნლეოვანი ამოცანაა და მხარში დავუდგებით ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ქუთაისში პირველი ელექტროავტომობილი, სვარაუდოდ, მომავალ წელს გამოვა.

ცნობისთვის, ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება და ევროპის ბაზარზე ექსპორტი 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. 2019 წელს კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 18 თვეში მინიმუმ 5000 ერთეული ელექტრომობილი ეწარმოებინა. ამასთან, კომპანია ვალდებულია, საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში, არანაკლებ 300 ადამიანის მინიმუმ 18 თვის ვადით დაასაქმოს.

ქართულ ელექტრომობილებს Aigroupი გამოუშვებს,  პირველ ეტაპზე, როგორც ვიცით, ელექტრომობილები აეწყობა იმპორტირებული ნაწილებით. Aigroup-სა და ავტომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია „ჩანგან“-ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმდა მემორანდუმი. შემუშავდა ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების ორგანიზებას, რასაც კომპანია „აიფროდაქშენი“ უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, Aigroup ქართული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც საქართველოში მწვანე ბიზნესის მდგრადი განვითარების პროექტებს ახორციელებს. კომპანია Aiproduction ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიაა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system