თავში

პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასები გაეზრდებათ

პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასები გაეზრდებათ
პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასები გაეზრდებათ

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის ინფორმაციით პირველი მარტიდან მებაჟეებს ხელფასები გაეზრდებათ.  მინისტრმა  ფოთში გამართულ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს დავოსიდან მიმართა.

"დღეს მსოფლიოს საბაჟო თანამეგობრობა აღნიშნავს მებაჟის საერთაშორისო დღეს. მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე, გისურვოთ წარმატებები. ახლა ვარ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დელეგაციასთან ერთად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, აღარ მოვყვები რეფორმების შესახებ, რომელზეც არაერთხელ გვქონდა საუბარი, იქნებოდა ეს განახლებული ინფრასტრუქტურის, თუ საკანონმდებლო ბაზის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების კუთხით, ასევე ელექტრონული სერვისების დანერგვის მხრივ. ამ სფეროში მართლაც ბევრი გვაქვს საამაყო.

მინდა, გამცნოთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ხელფასები გავზარდოთ ყველა მებაჟისთვის. მადლობას გიხდით კეთილსინდისიერი და თავდაუზოგავი შრომისთვის. ამ შრომას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system