თავში

პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა მუშავდება

პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა მუშავდება
პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა მუშავდება

პლასტმასის არამდგრადი მართვის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად საქართველოში სპეციალური პროგრამა შეიქმნება. დოკუმენტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო CENN-თან თანამშრომლობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმუშავებს.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს. 

უწყების განმარტებით, ეროვნული პროგრამის შექმნა ნარჩენების მართვის ეროვნული კანონმდებლობითა და სტრატეგიული დოკუმენტებით არის განსაზღვრული.

ეროვნული პროგრამა ასახავს პლასტმასის წარმოების ყველა ეტაპზე ვალდებულებებს. განისაზღვრება მისი მოხმარების წესი და შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში დაიგეგმება შესაბამისი საქმიანობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system