თავში

პლაჟზე მოვაჭეებისთვის სპეციალური რეგულაციები მუშავდება

პლაჟზე მოვაჭეებისთვის სპეციალური რეგულაციები მუშავდება
პლაჟზე მოვაჭეებისთვის სპეციალური რეგულაციები მუშავდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადამიანებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურას შორის მაქსიმალური დისტანცირება მკაცრად გაკონტროლდება.

დეპარტამენტის განმარტებითვე, პლაჟზე სხვადასხვა პროდუქტით ან საზღვაო ინვენტარით მოვაჭრეებისთვის სპეციალური რეგულაციები შუშავდება.

„წელს განსხვავებულად მოგვიწევს დასვენება. ისეთი ტიპის მომსახურება, რაც ხელით შეხებასთან, ნაღდ ანგარიშსწორებასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებულად გაკონტროლდება. მათთვის იქნება სპეციალური რეგულაციები, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა. საკითხზე ამ ეტაპზეც ვმუშაობთ. ამოვდივართ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებიდან“, - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system