თავში

"პოეზიის აფთიაქი" - სააფთიაქო ბიზნესის ახალი ხაზი

"პოეზიის აფთიაქი" - სააფთიაქო ბიზნესის ახალი ხაზი
პოეზიის აფთიაქი  - სააფთიაქო ბიზნესის ახალი ხაზი

მათ, ვისაც კითხვა უყვართ, ხშირად აქვთ ერთი ამგვარი პრობლემა – ხანდახან ისინი თავიანთი ხასიათის შესაბამის წიგნს ვერ პოულობენ. ერთგვარად ეს მართლაც არის პრობლემა. ხშირად ფსიქოლოგზე მეტად კარგი წიგნი უფრო შეიძლება, დაგვეხმაროს. ამ პრობლემას დიდი ყურადღება დაუთმო ინგლისში არსებულმა უნივერსიტეტმა “Keele University”, რომელმაც გადაწყვიტა, გაეხსნა “პოეზიის აფთიაქი”, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები პირველად ლიტერატურულ დახმარებას მიიღებენ.

პოეზიის აფთიაქი ინგლისში, ქალაქ შროფშირში 4 ოქტომბერს გაიხსნა. აქ უფასო კონსულტაციების მიღება პარასკევობით იქნება ხოლმე შესაძლებელი. პოეზიის აფთიაქი პერიოდულად ვიზიტორებს შესთავაზებს სპეციალურ პოეზიის კურსებს კონკრეტული ფსიქიკური პრობლემების შესაბამისად. აქ მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გადაადგილდნენ შენობის იმ ადგილებში, სადაც თავს უფრო კომფორტულად იგრძნობენ. მაგალითად, აქ არსებობს სპეციალური ადგილი მათთვის, ვინც გულგატეხილია ან უბრალოდ ამ სამყაროში თავი ეზედმეტება. აქვე ისინი ნახავენ სხვადასხვა საკანცელარიო ნივთებს, ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებს, პატარ-პატარა საჩუქრებს.

ჩვენ გვჯერა, რომ პოეზიას განწყობის უკეთესობისკენ შეცვლა, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია. პოეზიის აფთიაქი კი სწორედ ამ ყველაფრის საშუალებას იძლევა,” – განაცხადა “პოეზიის აფთიაქის" ფარმაცევტმა” დებორა ალმა.

შეგახსენებთ, „პოეზიის აფთიაქი“ საქართველოშიც ფუნქციონირებს, თუმცა ინგლისისგან განსხვავებით, ესაა სტუდენტური პროექტი, რომელიც ეფუძნება სიტყვის ძალას. პოეზიის აფთიაქარები თვლიან, რომ სწორად შერჩეული ლექსი კურნავს და ბედნიერს ხდის ადამიანს. მათ აფთიაქში ნახავთ სულიერი დაავადებების სამკურნალო პოეზიის ისეთ ამბებ-აბებს, როგორიცაა ეგზისტენციალური კრიზისი, სევდა და მარტოობა, ცალმხრივი სიყვარული, აბები აღელვებულთათვის, აბები ზედმეტად დამშვიდებულთათვის და ასე შემდეგ.

„პოეზიის აფთიაქი“ ბოლო ორი წლის განმავლობაში მოგზაურობს საქართველოს უნივერსიტეტებში ბათუმი, ქუთაისსა და თელავში, სხვადასხვა სკოლებში, კაფეებში, ქუჩებში... არიგებს ადგილობრივი და უცხოური წარმოების პოეზიის აბებს და ამით ბედნიერება და პოზიტივი შეაქვს ყველგან.

„პოეზიის აფთიაქი“ დაიბადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეში, მაგრამ დღეისთვის უკვე ის აერთიანებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system