თავში

პოლაროიდის ახალი ფოტოპრინტერი - გადაიღე და დაბეჭდე მომენტალურად - VIDEO - PHOTO

პოლაროიდის ახალი ფოტოპრინტერი - გადაიღე და დაბეჭდე მომენტალურად
პოლაროიდის ახალი ფოტოპრინტერი - გადაიღე და დაბეჭდე მომენტალურად - VIDEO - PHOTO

ციფრული განვითარების ეპოქაში, სმარტფონის შეძენისას, ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის კამერა. განახლებული ფლაგმანის წარმოდგენისას, სმარტფონის მომხმარებლები, ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდებიან, კამერის გაუმჯობესებულ პარამეტრებს. თუმცა, ალბათ საკუთარი თავიც შეგიმჩნებიათ, რომ უამრავი სამახსოვრო ფოტო, ციფრულ მარადისობაში, უკვალოდ მივიწყებული გაქვთ ხოლმე. ფოტოების ბეჭდვის სერვისის მისაღებად კი, უმეტესად კონკრეტულ ლოკაციაზე მისვლა გჭირდებათ. თქვენ ახლა კიდევ ერთი საშუალება გექნებათ, სახლიდან გაუსვლელად დაბეჭდოთ, მნიშვნელოვანი მომენტები. ამისთვის Polaroid-მა, კომპაქტური პრინტერი გამოუშვა, რომელიც ფოტოებს პირდაპირ სმარტფონიდან ბეჭდავს. Polaroid Lab - ასე ჰქვია მოწყობილობას, რომელზეც მობილური მოწყობილობა მაგრდება, შერჩეული ფოტო კი Polaroid-ისათვის დამახასიათებელი ვიზუალით მომენტალურად იბეჭდება. სამი ლინზის მეშვეობით, პრინტერი შერჩეულ ციფრულ ფოტოს პირდაპირ მობილური ტელეფონის ეკრანიდან აფიქსირებს, მას ახალ ფოტოს უღებს, ფირის აპარატის სტანდარტების შესაბამისად აკონვერტირებს მას და ბეჭდავს. 

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პრინტერთან ინტეგრირებამდე, შერჩეული ფოტო, Polaroid Lab-ისათვის განკუთვნილ აპლიკაციაში გახსნას. მოწყობილობა თავსებადია iOS 11-თან და მისი შემდგომ ვერსიებთან, ასევე Android 7-ის და მისი შემდგომი ვერსიების ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე თითქმის ყველა სმარტფონთან. პრინტერი Micro USB-ის მეშვეობით იტენება. როგორც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ერთი სრული დატვირთვით Polaroid Lab თვის განმავლობაში, ინტენსიური გამოყენების პირობებშიც იმუშავებს. Polaroid Lab მსოფლიო ტექნოლოგიურ ბაზარზე ხელმისაწვდომია 2019 წლის 10 ოქტომბიდან და მისი ფასი 130 ამერიკული დოლარია. როგორც პრინტერის შემქმნელები განმარტავენ, მოწყობილობას მომხმარებელი არამხოლოდ ესთეტიკური მიზნით გამოიყენებს, არამედ ის ციფრულ მოწყობილობებში გადატვირთული მეხსიერების პრობლემასაც გადაჭრის. რამდენად გაუწევს სიახლე, უკვე არსებულ პრინტერებს კონკურენციას, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. 
  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system