თავში

პოლიტიკოსებს მოსახლეობის პრობლემები ფეხებზე ჰკიდიათ - მერაბ ჯანიაშვილი

პოლიტიკოსებს მოსახლეობის პრობლემები ფეხებზე ჰკიდიათ
პოლიტიკოსებს მოსახლეობის პრობლემები ფეხებზე ჰკიდიათ  - მერაბ ჯანიაშვილი

"შანსი არ აქვს ამ სახელმწიფოს რომ წინ წავიდეს იმ უვარგისი პოლიტიკოსების ხელში ვინც ბოლო 30 წელი წუმპეში ამყოფა ქვეყანა. ან უნდა "ჩავრეცხოთ" ეს ტიპები ისე, რომ პოლიტიკაში მობრუნების სურვილიც კი აღარ გაუჩნდეთ, ან მომდევნო 30 წელი ისევ იმ წუმპეში ვიჯდებით, სადაც აქამდე ვიყავით," - ასე ფიქრობს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი და საკუთარი ნათქვამის სადემონსტრაციოდ ციფრებს იშველიებს. მისი თქმით, ბოლო 30 წელია მოუგვარებელია სამართლო დამოუკიდებლობა, პრობლემებია საარჩევნო კოდექსში, ეკონომიკა კვლავ განვითარებადი ქვეყნის დონეზეა თუ 90-ში 100ეულში ვიყავით ერთ სულზე მშპ-ს ოდენობით, ახლა 107-108 ადგილზე ვართ. 

"ფაქტია ერთია, ქვეყანა დგას ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ პრობლემების და გამოწვევების მოსაგვარებლად?- ბოლო 3 თვე მთელი ენერგია და დრო იმაზე დაიხარჯა, უნდა შევიდნენ თუ არა პარტიები პარლამენტში, ახლა კიდევ 3 თვეს იმაზე დავხარჯავთ, უნდა დაიჭირონ თუ არა ნიკა მელია, შემდეგ კიდევ ათეულობით მსგავსი თემა გამოჩნდება. შედეგად, უკვე 30 წელია საუბარი მიდის ისეთ თემებზე, რაც არაა ამ მოსახლეობის პრობლემების პირველ ათეულშიც კი. ქართველ პოლიტიკოსებს რომ ფეხებზე კიდიათ მოსახლეობის პრობლემები, NDI-ის ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. კვლევაში მთავარი კითხვა იყო, რა მიაჩნია მოსახლეობას მთავარ პრობლემად, სადაც როგორც წესი უმუშევრობა, ფასების ზრდა და სიღარიბე ლიდერობდა, მაგრამ პოლიტიკოსებს ეს არც კი განუხილავთ და იმ დღეს მთავარი გასარჩევი თემა იყო, მოსახლეობის რა ოდენობა ეთანხმება ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. სამწუხაროდ, მედია პოლიტიზირებულია და მათი დღის წესრიგი მთლიანად აწყობილია 200 კაცის პრობლემების განხილვა-გაშუქებაზე, ხოლო დანარჩენი 3,5 მილიონი ადამიანის პრობლემები არც კი განიხილება," - ამბობს ექსპერტი და ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების წარმოსაცენად ისევ ციფრებს იშველიებს.

"2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6,1%-ით შემცირდა, რითაც ფაქტობრივად 2 წლით უკან დავიხიეთ და 2018 წლის დონეზე ვართ. 2021 წლის პროგნოზი არაა იმედისიმომცემი კოვიდსიტუაციის გათვალიწინებით. ცნობისათვის 6%-იანი ზრდა ბოლო 9 წელიწადში არცერთხელ დაფიქსირებულა. სავარაუდოდ 3-4 წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ 2020 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ. გასულ წელს, ისედაც მაღალი უმუშევრობის დონე კიდევ უფრო გაიზარდა, თუ 2019 წელს უმუშევრობა იყო 17%, 2021-ში უკვე 20-ს გადააჭარბებს (2020 წლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული).საგარეო ვაჭრობა შემცირდა 16%-ით.მიუხედავად კრიზისისა, როცა მოთხოვნა ძალიან შემცირებულია, როგორღაც მოახერხა ჩვენმა "კვალიფიციურმა" ეროვნულა ბანკმა და 2020-ში კრიზისის ფონზე ინფლაციის პრობლემაც გვქონდა, ანუ ერთი მხრივ მოსახლეობას ფული არ ქონდა, რომ პროდუქცია შეეძინა და მეორეს მხრივ ფასები იზრდებოდა. შედეგად მონეტარული პოლიტიკა დღესაც მკაცრია და კიდევ გამკაცრების მოლოდინებია. ტურიზმი შემცირდა 80%-ით და 2020 წლის მაჩვენებლებზე დასაბრუნებლად დაჭირდება მინიმუმ 3-4 წელი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ტურიზმის სფეროში კომპანიების 30-40% გაკოტრდება და ეკონომიკის აღდგენის პერიოდამდე ვერც მიაღწევს.არის იმის საშიშროება განმეორდეს ის რაც 2009-2010 წლებში მოხდა, როდესაც საბანკო კრედიტების გადაუხდელობის გამო კომერციული ბანკების ხელში აღმოჩნდა დიდი ოდენობით უძრავი ქონება და ბიზნესები. შედეგად ბანკები შევიდნენ ტურიზმის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, სამშენებლო და სხვა არაფროფილურ სექტორებში. მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოს განათლების ხარისხი ძალიან დაბალია და ბავშვები სკოლაში გატარებული 12 წლიდან, ფაქტობრივად 5-ს კარგავენ. საარსებო შემწეობის მიმღბთა რაოდენობა 100 ათასით გაიზარდა, 432-დან 532 000-მდე. მთხოვნელთა რაოდენობა სავარაუდოდ 1 მილიონზე მეტია (ადრე ამ მომაცემსაც აქვეყნებდნენ, სამწუხაროდ ამ ჯერად ვერ მივაგენი). ანუ, რომ განვმარტოთ თვეში 56,5 ლარის დახმარებას 3,5 მილიონიან ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი ითხოვს. გერმანიაში დროებით დასაქმების სურვილი 1 დღეში 50 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.მოკლედ პრობლემების კიდევ ჩამოთვლას არ გავარძელებ," - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system