თავში

პოლონეთში გაზის ფასი 24%-ით გაიზარდა

პოლონეთში გაზის ფასი 24%-ით გაიზარდა
პოლონეთში გაზის ფასი 24%-ით გაიზარდა

პოლონური ნავთობისა და გაზის უდიდესი კომპანია PGNiG-ის გაზის ფასი 24%-ით ფაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Dziennik Gazeta Prawna იუწყება.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის შიგნით გაზის ფასი 1 ივლისიდან მოიმატებს. 

პოლონეთის სიდიდით მეორე ენერგეტიკული კომპანიის Tauron-ის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ გაზის ფასებს ისიც გაზრდის.

კომპანიებისთვის, რომლებსაც გაზის მომარაგებაზე წლიური კონტრაქტი აქვთ გაფორმებული,  საწვავის ღირებულება წლის ბოლომდე არ გაიზრდება და მხოლოდ შემდეგი წლიდან მოხდება ხელშეკრულებების ახალი ფასებით გაანგარიშება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system