თავში

პორტფელური ინვესტიციები მცირდება

პორტფელური ინვესტიციები მცირდება
პორტფელური ინვესტიციები მცირდება

2020 წლის 3 კვარტალში საქართველოში ინვესტიციების მოცულობა 227 მილიონი დოლარით შემცირდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამ პერიოდში ქვეყანაში სულ 719 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მშპ-ში), როგორც ნომინალურ, ასევე რეალურ გამოსახვაში.

მცირდება პორტფელური ინვესტიციები, ამ ნაწილში კლება 792 მილიონ დოლარს აღემატება, შესაბამისად გამოდის, რომ მხოლოდ ინვესტიციების კუთხით ქვეყანამ 1 მილიარდი დოლარი იზარალა (მხოლოდ 3 კვარტლის შედეგები).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლების პირველი 3 კვარტლის ჯამური მაჩვენებელი:

  • 2010 წელი – $624 მილიონი;
  • 2011 წელი – $804 მილიონი;
  • 2012 წელი – $780 მილიონი;
  • 2013 წელი – $787 მილიონი;
  • 2014 წელი – $1.3 მილიარდი;
  • 2015 წელი – $1.3 მილიარდი;
  • 2016 წელი – $1.3 მილიარდი;
  • 2017 წელი – $1.4 მილიარდი;
  • 2018 წელი – $1.1 მილიარდი;
  • 2019 წელი – $946 მილიონი;
  • 2020 წელი $719 მილიონი;

ანუ, აშკარაა, რომ ინვესტიციების კლების ტენდენცია, რომელიც 2018 წელს დაიწყო, 2020 წელსაც გაგრძელდა. 2017 წელს (12 თვის ჯამი) საქართველოში 1.9 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ხოლო 2018 წელს მაჩვენებელი (12 თვის ჯამი) 1.306 მილიარდ დოლარამდე, 30%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წელს (12 თვის ჯამი), წინა წელთან შედარებით, ინვესტიციები მხოლოდ 4 მილიონი დოლარით გაიზარდა და 1.310 მილიარდი დოლარი შეადგინა, რასაც, ეკონომისტები და ფინანსისტები, ეკონომიკის ჯამური ზრდის გათვალისწინებით, შემცირებად მიიჩნევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system