თავში

პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლის პორტის კომერციული მიმზიდველობა იზრდება

პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლის პორტის კომერციული მიმზიდველობა იზრდება
პოსტკრიზისულ პერიოდში ანაკლის პორტის კომერციული მიმზიდველობა იზრდება

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი. ეს იმდენად ცნობილი ფაქტი არის, რომ ამას ზემდეტად წამ და უწუმ ხსენება არ სჭირდება," - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს საინვესტიციო სტრატეგია იქნება აწყობილი შავ ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაშიც ღრმაწყლოვანი პორტის როლი გადამწყვეტია.

"ჩვენ განვაცხადეთ უკვე, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია დიდად იქნება აწყობილი იმაზე, რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ცვლის თავის წარმოების ლოკაციებს და ხდება გადატანა ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან წარმოების და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მათთვის ვიყოთ ნომერ პირველი არჩევანი და ჩვენთან გადმოვატანინოთ ამ დივერსიფიკაციის პროცესში წარმოებები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, განპირობებულია სწორედ იმით, რომ ჩვენ ვართ სწორი გეოპოლიტიკური მდებარეობის ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი ჩვენი კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, პოსტ-COVID პერიოდში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს და ნებისმიერ საპორტო ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნა თურნავამ. 

დღესვე მინისტრმა გამორიცხა შესაძლებლობა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დაუბრუნდეს.

ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელების სურვილი კი, მთავრობასთან თანამშრომლობით კონსორციუმმა გამოთქვა.

ცნობისთვის, ოპოზიცია ხელისუფლებას ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გაჭიანურებასა და ხელოვნურ დაპაუზებაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, 9 იანვარს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვიტა და პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ძებნა დაიწყო.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system