თავში

პოზიტიური მოვლენები ბიზნესში 2019 წელს - ბიზნეს-ასოციაციის შეფასება

პოზიტიური მოვლენები ბიზნესში 2019 წელს - ბიზნეს-ასოციაციის შეფასება
პოზიტიური მოვლენები ბიზნესში 2019 წელს - ბიზნეს-ასოციაციის შეფასება

2019 წელს ბიზნესს სამ მთავარ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება: პოლიტიკური არასტაბილურობა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება და დამატებითი რეგულაციები. მიუხედავად ამისა, ეკონომიკურმა ზრდამ 4.5% შეადგინა, რაც აღნიშნული პრობლემების ფონზე არც თუ ისე ცუდი შედეგია. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ლევან ვეფხვაძე. 

"თუ ჩვენ გვინდა და გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს 10-15 წელიწადში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონეს დავუახლოვდეთ, მაშინ უნდა გვქონდეს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე გვაქვს ახლა, მინიმუმ 7-8%, თუმცა რაც წელს გქვონდა, დაახლოებით 5%, ამ პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

2019 წელს ექსპორტი გაიზარდა. ლევან ვეფხვაძე ამას სახელმწიფოს მხრიდან, კონკრეტული საწარმოების მხარდაჭერით და ფინანსური ხელშეწყობით ხსნის. ექსპორტის გაზრდაზე, მისი თქმით, პოზიტიური გავლენა ქართული პროდუქციისთვის თავისუფალი ვაჭრობის კუთხით ბაზრების გახსნამაც გამოიწვია. ბიზნეს-ასოციაციის დირექტორი ასევე ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ინფრასტრუქტურულ პროგრამებში დადებითად აისახა ეკონომიკურ ზრდაზე. 

"სახელმწიფო თვითონ არის აქტიური ინვესტორი, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროგრამებში და ამას, ბუნებრივია, თავისი მულტიპლიკატორული ეფექტი აქვს ეკონომიკის ზრდაზე. ეს ხარჯები გაწეული რომ არ ყოფილიყო, ეკონომიკური ზრდაც შედარებით ნაკლები გვექნებოდა", - თქვა ლევან ვეფხვაძემ.

როგორც ჩანს, მიუხედავად დაძაბული 2019 წლისა, ბიზნესის კუთხით პოზიტიურ მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი. საინტერესოა რას უნდა ველოდოთ 2020 წელს?!

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system