თავში

პრემიერ-მინისტრი ხვალ ბიზნესს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ხვალ ბიზნესს ხვდება
პრემიერ-მინისტრი ხვალ ბიზნესს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ბიზნესს შეხვდება. ამის შეასხებ მან გაფართოებული პროგრამის "100 საინვესტიციო პროექტი ბიზნესის" პრეზენტაციაზე დააანონსა. ეს იქნება ბიზნესთან ღარიბაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა პრემიერის რანგში. 

„ეს ჩემი პირველი ოფიციალური შეხვედრაა თქვენთან, თუმცა გვექნება შესაძლებლობა, სხვა ფორმატში დავიწყოთ შეხვედრები და ვისაუბროთ. კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ უფრო ვიწრო ფორმატში ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც ბიზნესს დაუგროვდა, ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც თქვენს წინაშე არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, კარგად გვაქვს გააზრებული, რომ დღეს საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მისი მთავრობა იქნება ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური მთავრობა.

„გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი - მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლოთ თქვენთან - ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული, პრობიზნესური მთავრობა, ისედაც ვართ და უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი ხედვაა, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია როგორც - ცენტრალური მთავრობის, ასევე რეგიონების დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე - ეს სამი სუბიექტი უნდა გავერთიანდეთ. დღეს გაერთიანების დროა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system