თავში

პრემიერ-მინისტრი: საშუალო კლასი ბიზნესმა უნდა შექმნას

პრემიერ-მინისტრი: საშუალო კლასი ბიზნესმა უნდა შექმნას
პრემიერ-მინისტრი: საშუალო კლასი ბიზნესმა უნდა შექმნას

პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს ხვდება.  შეხვედრის დასაწყისში პრემიერმა ყურადღება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე გაამახვილა.

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ძირითადი როლი და ფუნქცია, ქვეყანაში საშუალო კლასის და საშულო ფენის შექმნა ბიზნესის მხრებზეა. აქ მნიშვნელოვან წილად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას თავისი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს", – აღნიშნა მან.


აქვე, გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაცია.

"მიხარია, რომ საშუალება გვაქვს ძველი ტრადიციები გავიხსენოთ, როდესაც საკმაოდ ხშირად აქტიურად ვხვდებოდით და განვიხილავდით ყველა მწვავე საკითხს. დახურული თემები არ არსებობდა, შესაბამისად, ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობდა. ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სფეროებში და სხვადასხვა დარგებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და ამავდროულად ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ამის გათვალისწინებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვქონდეს ძალიან სწრაფი, ეფექტური კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ დავაკმაყოფილოთ, ან ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელსაც დღეს ჩვენ ყველამ ერთად პასუხი უდნა გავცეთ. გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია. გვესმის, რომ ქართულ ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, რადგან გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს ბევრი ძლიერი ქართული კომპანია, რამეთუ შემდგომ სახელმწიფომ შეძლოს მართლზომიერად ბიზნესსაც გაახსენოს, სოციალური პასუხისმგებლობა რა არის", - განმარტა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system