თავში

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

"დამოუკიდებლობის დღეს, ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ამერიკელ ხალხს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხად. 

მისი თქმით, აშშ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს.

"საქართველოსა და აშშ-ს შორის გამორჩეული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჩვენი საერთო ღირებულებების დასტურია.

აშშ-ი სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და წინსვლას განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი თანადგომისთვის და იმ სამაგალითო ურთიერთობისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ერთად ვაშენებთ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ მათ კეთილდღეობას, წინსვლას და წარმატებებს",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system