თავში

პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტზე ეკონომისტებთნ იმსჯელა

პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტზე ეკონომისტებთნ იმსჯელა
პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტზე ეკონომისტებთნ იმსჯელა

"მზად ვართ პრობლემები, რომელსაც ჩვენც ვხედავთ და თქვენც ხედავთ, დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოთ"- ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი იქნება.

პრემიერმა შეხვედრის დაწყებამდე ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებზე ისაუბრა და მზადყოფნა გამოთქვა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ღია დისკუსია გაიმართოს.

„დღეს ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული გამოწვევები აქვს და ამ პირობებში ერთმნიშვნელოვანად სწორი და ობიექტრი შეფასების მიცემა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს ობიექტური შეფასება არ გვაქვს პრეტენზია, რომ გავაკეთოთ ცალკე და დამოუკიდებლად. ამ პროცესში მზად ვართ ჩართული იყოს პროფესიული საზოგადოება, ექსპერტები და შესაბამისად ამით ვადასტურებთ იმას, რომ მზად ვართ საკმაოდ მწვავე, თუმცა ობიექტური დისკუსიისთვის.გამოსაყენებელია ის მომეტი და ამას ვაკეთებთ სწორედ დღეს იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობამ დაასრულა მუშაობა 2020 წლის ბიუჯეტზე. საკმაოდ საინეტერესო ბიუჯეტი გამოვიდა, დაბალანსებული, გამსჭვალული სოციალური პასუხისმგებლობით, თუმცა ასევე დაფუძნებული ფისკალურ დისციპლინაზე.ჩვენ მოვახერხეთ, მიუხედავად სოციალურ ნაწილში სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გარკვეული ვალდებულებების ზრდისა, შეგვენარჩუნებინა ფისკალური დისციპლინაც და კაპიტალური ხარჯებიც. მიდგომა ძალიან მარტვია, გვესმის, რომ კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული კრიტიკულად მნიშენლოვანია ეკონომიკური ზრდისთვის ამიტომ, აღვნიშნავ 2019 წელს საკმაოდ კარგ ტემპს აჩვენებს სახელმწიფო კაპიტალური ხარჯების ათვისების ნაწილში და ვთვლით, რომ ამ მხრივ ტემპი შენარჩუნდება, ოდნავ გაიზრდება, ისევე როგორც ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიმდინარე ხარჯების კონტროლი და ეფექტურობის ზრდა იქნება ძირითადი ამოცანა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა


მისი შეფასებით, რესურსი ეფექტურობის ზრდაა სხვადასხვა მიმართულებით როგორც სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, ასევე ინფრასტრუქტურის ნაწილში, ასევე რეგიონალურ დონეზე ხარჯვით ნაწილში. 

"ფაქტობრივად ჩვენ ვამბობთ იმას, რომ მზად ვართ ეს პრობლემები, რომელსაც ჩვენც ვხედათ და თქვენც ხედავთ, რომ დავდოთ მაგიდაზე და ვიმსჯელოდ. შესაბამისად, ჯანსაღი დისკუსიის ნაწილში დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვით იმ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში იქნება ორიენტირებული ქვეყნის ეკნომიკური ზრდის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. საბოლოო ჯამში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, საბოლოო ჯამში მივდივართ სამუშაო ადგილების რაოდენობაზე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკის ყველაზე ძირითადი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები და საბოლოო ჯამში საშუალო კლასის როგორც ასეთის სისუსტე, ან გაკვეულ ნაწილად საერთოდ არარსებობა. ვთვლი, რომ უახლოესი 1 წლის განმავლობაში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ძირითადი ამოცანა იქნება რეფორმირება იმისთვის, რომ სამუშაო ადგილებს ზრდის მეშვეობით ქვეანაში შევქმნათ ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა და ჯანსაღი საშუალო კლასი, რაც ასევე აუცილებელია. შესაბამისად, ეს არის ძირითადი ამოცანა ისევე როგორც ყველას კარგად გვესმის, რომ სამუშაო ადგილებს ჩვენი ეკონომიკური მოდელის პირობებში ქმნის კერძ სექტორი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულება აქ არის ატაროს სოციალური ტვირთი მანამ, სანამ არ შეიქმნება ქვეყანაში ჯანსაღი, ძლიერი ბიზნეს სექტორი, რომელიც შესძლებს თავის თავზე აიღოს ის სოციალურ პასუხისმგებლობა, რომელიც მოქალაქეების წინაშე უნდა ატაროს. ეს არის კონცეპტუალურად, რაზეც გვინდა ვისაუბროთ, თუმცა ცალსახად ვამბობ, რომ მზად ვარ ძალზეც მწვავე შეკითხვებისთვისაც“-განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system