თავში

პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში FITUR 2021-ი გახსნა - PHOTO

პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში FITUR 2021-ი გახსნა - PHOTO
პრემიერ-მინისტრმა ესპანეთში FITUR 2021-ი გახსნა - PHOTO

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დაიწყო. მთავრობის მეთაურმა, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილი, ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია ესპანეთში ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია Georgia-ის მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრნენ.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR 2021-ის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს FITUR-ის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა და საგამოფენო ცენტრის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ესპანეთის მეფესთან ერთად დაესწრო.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

19-23 მაისს FITUR -ში საქართველოს მონაწილეობა პარტნიორი ქვეყნის სტატუსით ნიშნავს იმას, რომ მიიღო უნიკალური შესაზლებლობა  FITUR-ის ფარგლებში მარკეტინგული კამპანია განახორციელოს. კამპანია გულისხმობს გამოფენის პლატფორმის საშუალებით, როგორც ონლაინ, ასევე საგამოფენო სივრცის ბრენდირებას. ყველა კომუნიკაციაში საქართველოს ტურისტული შესაძლელობები წარმოდგენილი იქნება ბანერების, ვიდეოების, სხვადასხვა ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და საინფორმაციო არხების საშუალებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system