თავში

პრემიერი: 2021 წლის ბიუჯეტის მთავარი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა

პრემიერი: 2021 წლის ბიუჯეტის მთავარი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა
პრემიერი: 2021 წლის ბიუჯეტის მთავარი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა

"ბიუჯეტი სრულად დაბალანსებულია და მისი ყველა პარამეტრი შეთანხმებულია საერთასორისო სავალუტო ფონდთან", - ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მედიას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ყველა კომპონენტს ითვალისწინმებს, რაც საჭიროა კრიზისთან გამკლავებაში.

გიორგი გახარიას განმარტებით მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ტალღას, რომლისთვისაც მილიარდ 420 მილიონია გათვალისწინებული.

„ჩვენ წარვადგინეთ დაბალანსებული ბიუჯეტი, რომლის ძირითადი ამოცანა პანდემიასთან ბრძოლაა. ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელი - ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყანა. ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, რომლის ძირითადი მიზანია პანდემიასთან ბრძოლაა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკური მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის. ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ. ის ითვალისწინებს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system