თავში

პრემიერი: ადამიანები სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში

პრემიერი: ადამიანები სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში
პრემიერი: ადამიანები სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში

ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ უნდა ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ჩვენ ეტაპობრივად გავხსენით ეკონომიკა. აქ შეკრების შესაძლებლობა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაიხსნა, მაგრამ ჩვენს ამოცანას, რაშიც თქვენი დახმარება დაგვჭირდება ვხედავთ იმაში, რომ საქართველომ უნდა შექმნას მაღალი ხარისხის ტესტირების მთელი ქსელი და სისტემა იმისთვის, რომ ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენის შესაძლებლობა გვქონდეს, რომ არ გამოგვეპაროს არაფერი მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობები და გადაადგილების თავისუფლება არ არის შეზღუდული. ჩვენ სწრაფად უნდა გამოვავლინოთ ინფიცირების შემთხვევები, შემდგომ სწრაფად უნდა ვუმკურნალოთ, რომ ადამიანები სწრაფად დავაბრუნოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. ყველამ ჩემზე უკეთ იცით, რომ საქართველო დღეს ჯერ კიდევ არ არის მდიდარი ქვეყანა. ეკონომიკურად საქართველოს საკმაოდ უჭირს, საქართველოს ბევრ მოქალაქეს უჭირს, მათთვის ყოველდღიური შემოსავლის გაქრობა სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, გვესმის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოსა და მთავრობას აკისრია“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system