თავში

პრემიერი: არავინ მოდუნებულა

პრემიერი: ​არავინ მოდუნებულა
პრემიერი: არავინ მოდუნებულა

"არავინ არ მოდუნებულა. პირიქით, ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გადაგვეკეტა,"- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის კითხვას, გამოიწვია თუ არა ეპიდვითარების გაუარესება მთავრობის მოდუნებამ რეგულაციების კონტროლისას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეების პასუხისმგებლობა უკეთესი ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. 

„ ჩვენ ხომ ჩვენს ხალხთან კავშირი გვაქვს, მათ შეგრძნებებს ვსწავლობთ და ვგრძნობთ ამას. ვხვდებით, რომ მსგავსი შეზღუდვების პირობებში მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო სერიოზული ინსტრუმენტია, ვიდრე ჯარიმა. რთულია მსგავსი გლობალური გამოწვევის პირობებში 6 თვე ისე გაიარო, როგორც ჩვენ გავიარეთ. აქ მოდუნებაზე არაა საუბარი, საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებსაც და ეკონომიკასაც მივეცით შესაძლებლობა, რომ არ გაგვენადგურებინა ეკონომიკა და მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკის რეკორდული ზრდის მიუხედავად, მთავრობა გახსნილი ეკონომიკის შენარჩუნებას ცდილობს და ჯერ-ჯერობით ეკონომიკური შეზღუდვებისგან თავს იკავებს,თუმცა კორონავურუსის პრევენციისთვის დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1354-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system