თავში

პრემიერი ბიზნესს: შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები

პრემიერი ბიზნესს: შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები
პრემიერი ბიზნესს: შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები

კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ დასაქმებულებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა.


ყველა ის ზომა, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ ყველაფერი ეს ერთად რომ ჯამში არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის რესურსის ეკონომიკაში ან მიმართვა ან დატოვება, რამაც, პრემიერის თქმით, მხარი უნდა დაუჭიროს კერძო სექტორს. 

"თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს არ იქნება საკმარისი და ჩვენ ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა იქნება მძიმე, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ეს გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system