თავში

პრემიერი: ღია ბაზრობებზე რაღაც კომპრომისი უნდა მოვიფიქროთ

პრემიერი: ღია ბაზრობებზე რაღაც კომპრომისი უნდა მოვიფიქროთ
პრემიერი: ღია ბაზრობებზე რაღაც კომპრომისი უნდა მოვიფიქროთ

ღია ბაზრობებზე რაღაც კომპრომისი უნდა მოვიფიქროთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ადამიანებს უკვე სოციალური პროტესტი აქვთ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და გარკვეულ ობიექტებზე, სადაც ფეხით შესასვლელები არის, ფრთხილად, ნელ-ნელა რაღაც უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურს სავარაუდო თარიღი, როდის იგეგმება ღია ბაზრობების გახსნა, არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, ქვეყანაში მოქმდებს ღია ტიპის აგრობაზრები ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების სრული დაცვით. 

დღესვე პრემიერიმა განმარტა, რა შეზღუდვები რჩება ძალაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system