თავში

პრემიერი "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორს აფრთხილებს

პრემიერი "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორს აფრთხილებს
პრემიერი ჯორჯიან ეარვეისის დირექტორს აფრთხილებს

"კერძო კომპანიებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თუ ისინი საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, სახელმწიფო მათ მიმართ შესაბამის ზომებს გაატარებს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული ავიაკომპაია "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ გაუქმებულ რეისების პასუხად განაცხადა.

პრემიერი ფიქრობს, რომ "აირზენას" ("იგივე "ჯორჯიან ეარვეისის" ) დირექტორი მთავრობის მხრიდან მეტი თანხის შეთავაზებას ელოდება რეისის შესრულებაში. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ კანონდამრღვევ კომპანიებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

"არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელთაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს, ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან დროებით ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, რათა სახელმწიფომ დაიცვას საკუთარი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან," - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" რეისები, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად იყო დაგეგმილი, ვერ შესრულდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system