თავში

პრემიერი: კანონმდებლობა არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას

პრემიერი: კანონმდებლობა არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას
პრემიერი: კანონმდებლობა არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას

"ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს. ჩვენს სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა იყოს დაბალანსებული.

ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებული შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვები პარლამენტმა განაახლა. კანონპროექტს ბიზნესი იწუნებს. დამსაქმებლებს შრომის ინსპექციის გაზრდილ მანდატთან დაკავშირებით აქვთ პრეტენზია.

ცნობისთვის, კანონპროექტით გათვალიწინებული მოთხოვნების აღსრულება შრომის ინსპექციამ გაფართოვებული მანდატით უნდა უზრუნველყოს, კერძოდ შრომის ინსპექცია დამოუკიდებელ სსპ-ად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელსაც უფლება ექნება ნებისმიერ დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შევიდეს კომპანიაში და შრომითი ურთიერთობები შეამოწმოს.

გარდა ამისა, დაგეგმილი ცვლილებები ბიზნეს ავალდებულებს ელექტრონული ფორმით სამუშაო დროის, მათ შორის ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვას, ადგენს ასევე სტაჟირების ვადას. კანონპროექტი ნორმირებული სამუშაო დრო კვირად 40 საათს ადგენს, ზეგანაკვეთური საათების გასამრჯელო ნორმირებული სამუშაოსთვის გადახდილი თანხის მინიმუმ 125%-ს უნდა შეადგენდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system