თავში

პრემიერი: ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს

პრემიერი: ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს
პრემიერი: ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყნის შენება გაგრძელდეს. შენება არ უნდა შეჩერდეს არც ერთი წამით," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მშენებლებთან და დეველოპერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ყველას უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენ რომ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს და გეოგრაფიას ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსი დავამარცხეთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვირუსს ვაკონტროლებთ და კონტროლის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ როგორ ვიქცევით, როგორ ვასრულებთ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს და როგორ ვუფრთხილდებით ერთმანეთს. მაგრამ მასთან ერად ყველას კარგად გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიურად ჩვენი წარმატებები ვირუსის კონტროლის თვალსაზრისით საერთოდ დაკარგავს ყველანაირ ფასს და აზრს, თუ ეკონომიკა ეტაპობრივად ნელ-ნელა არ გავხსენით. ეს იმდენად ურთიერთდაკავშირებული საკითხებია, რომ ყველანაირი გამარჯვება ვირუსთან ბრძოლაში გლობალურად იქნება უაზრო და უშედეგო, თუ ჩვენ ჯანდაცვის სფეროში წარმატებებთან პარალელურად არ აღვადგინეთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილები. პირველი ანტიკრიზისული გეგმა არის მიმართული ტურიზმის სექტორის მხარდასაჭერად. მეორე არის მიმართული სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეს იყო ზრუნვა ფერმერზე, გლეხსა და სოფელზე, მესამე იყო განათლება და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მეოთხე გეგმაზე, რომელიც ეხება მშენებლობას და დეველოპმენტს," - განაცხადა პრემიერმა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ მსესხებელს დაუსრულებელი მშენებლობისგან მთავრობა დააზღვევს. 2021 წლიდან ე.წ. Escrow ანგარიშები დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს მსესხებლების დაზღვევას მშენებლობის დაუსრულებლობისგან. მშენებლობის დასრულების გარანტორი მთამთავრობა ხდება. პროგრის მიხედვით, თუ მშენებელი სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ფართობის 30%-ს ვერ გაყიდის თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ამ მოცულობის ფართებს შეიძენს და ამ ბინებს დევნილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს. პროგრამა, დაახლოებით, 200 მილიონი ლარის ღირებულებისაა.

იპოთეკური სესხის 20 %-ის გარანტიას მთავრობა საკუთარ თავზე აიღებს. ამგვარად სახელმწიფო გამოდის მისი მოქალაქისთვის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სეხებზე, სადაც თანამონაწილეობა ანუ პირველადი შენატანის მოცულობა იქნება არანკლებ 10 პროცენტისა.

აპრილში იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნა 3-ჯერ შემცირდა, ბაზარზე მოთხოვნის გაჩენის მიზნით, მთავრობა იპოთეკურ სესხებს ასუბსიდირებს, რის შედეგადაც ლარში იპოთეკური სესხების პროცენტი7%-მდე შემცირდა, რაც ისტორიული მინიმუმია.

დღეიდან წლის ბოლომდე აღებულ იპოთეკური სესხების 4 პროცენტს მთავრობა გადაიხდის 5 წლის განმავლობაში. ანუ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. სუბსიდირება გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარის ოდენობის იპოთეკურ სესხებზე და მხოლოდ მათ შეეხებათ, ვინც სესხს 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს.

სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებაზე 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პრემიერის თქმით, ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც მთავრობა ყველაფერს გააკეთებს. მისივე თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ინდუსტრია დაახლოებით 240 ათას ადამიანს ასაქმებს. კრიზისამდე კი ქვეყნის დოვლათის ანუ ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ს ქმნიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system