თავში

პრემიერი ყატარის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

პრემიერი ყატარის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა
პრემიერი ყატარის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე.

საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. აქვე აღინიშნა ბიზნესებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა.

ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას.

მთავრობის მეთაურმა ყატარის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატებები უსურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system