თავში

პრემიერმა რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური მზადყოფნის ბრძანება გასცა

პრემიერმა რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური
პრემიერმა რთველისა და თხილის სეზონისთვის მაქსიმალური მზადყოფნის ბრძანება გასცა

"მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ გვიახლოვდება რთველი და თხილის სეზონი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება," -  ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ ლევან დავითაშვილის მისამართით განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რთველისა და თხილის სეზონზე ფერმერებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. 

დავითაშვილს გახარიამ კახეთში სტიქიით დაზარალებული ფერმერების ქეისის შესწავლაც დაავალა.

პრემიერმა გახარიამ დღესვე მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მსოფლის მეურნეობა დინამიკურად ვითარდება და სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით 70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, წელს ყურძენი მინიმუმ 10 თეთრით გაძვირდება. ყურძნის მინიმუალურ ფასად წელს 80 თეთრი განისაზღვრა, მაშინ როცა შარშან 2019 წელს ყურძნის მინიმალური ფასი 1 კგ-ზე 70 თეთრს შეადგენდა. მთავრობის განმარტებით, ყურძნის მინიმალური ფასის განსაზღვრით მთავრობამ შექმნა მინიმალური სოციალური გარანტიები, რომელიც მევენახეებს აღელვებდათ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პროგნოზით, 2020 წელს ექსპორტი შემცირდება ხოლო მოსავლიანობა წინა წლების მსგავსად მზარდი იქნება.

მსხვილი ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები სახელმწიფოსგან 1 კგ ყურძენზე 30 თეთრიან სუბსიდიას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ 1 000 ტონაზე მეტ რქაწითელს ან კახურ მწვანეს გადაამუშავებენ და ყურძნის შესყიდვის მინიმალური ღირებულება იქნება 80 თეთრი. სხვა სახეობის ყურძნის მიღების შემთხვევაში სუბსიდირება არ მოხდება. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სუბსიდიას მიიღებს ყურძნის გადამამუშავებელი სახელმწიფო კომპანია "აკურაც", რომელმაც შარშან მევენახეებისგან პირდაპირი შესყიდვის ფორმით 80 მილიონ ლარამდე ღირებულების ყურძენი შეისყიდა, რის შემდეგაც მთავრობამ ამ ყურძნისგან სპირტი დაამზადა.

ცნობილია, რომ ყურძნის ჩაბარების პროცესში შეიძლება სახელმწიფოც ჩაერთოს.

ცოტა ხნის წინ პრემიერმა გახარიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა წელს მთავრობამ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განაახლოს რთველის სუბსიდირება.

შეგახსენებთ, წელს ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს და ჯამში რთველი და მეღვინეობა 80 მილიონით დაფინანსდება.

მთავრობის განმარტებით, ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, რომ 2020 წლის რთველი წარმატებული აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ აგრობიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები ფართოვდება. მთავრობის პროგრამებს დაემატება თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება და სასურსათო წარმოება, რაც შეეხება ყურძნის გადამუშვებას, ყურძნის ჩამბარებელი კომპანიები შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლებენ.

ცნობისთვის, აგრობიზნესებიდან კორონავირუსმა ყველაზე მეტად მეღვინეობა დააზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system