თავში

პრემიუმ სასტუმროებში დასვენება მკვეთრად გაიაფდა

პრემიუმ სასტუმროებში დასვენება მკვეთრად გაიაფდა
პრემიუმ სასტუმროებში დასვენება მკვეთრად გაიაფდა

შიდა ტურიზმის იმედად დარჩენილი სასტუმრო ბიზნესი დამსვენებლებისთვის ტარიფებს მკვეთრად ამცირებს. როგორც დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, თუკი სეზონზე დასვენების ღირებულება დღიურად 100 დოლარიდან იწყებოდა, ახლა საწყისი ფასი 60 ლარია და მოთხოვნა მაინც მცირეა. ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი მალხაზ კუნელაური report.ge-თან ამბობს, რომ მოთხოვნა და ფასიც როგორც საზღვაო, ასევე მთიან კურორტებზეც შემცირებულია.

,,პრემიუმ კლასის სასტუმროებში გაქირავების მხრივ საკმაოდ რთული ვითარებაა. პანდემიის გამო უცხოელი ტურისტები საქართველოში ვერ ჩამოდიან, ამიტომ ადგილობრივი ტურიზმი რასაც ახერხებს, ამის იმედად ვართ. შესაბამისად, საკმაოდ დიდი კლებაა.  მოთხოვნა შემცირდა თითქმის ყველა ტიპის გასაქირავებელ ობიექტებზე. მშენებლობები ჩვენ ძირითადად საკურორტო რეგიონებში გვაქვს. ზაფხულის პერიოდი ბოლო დრომდე ყოველთვის მაქსიმალურად დატვირთული იყო.  ახლა ეპიდემიის გამო ხალხი ქვეყნის გარეთ ვერ გადის, ვერც სხვა ქვეყნებიდან შემოდიან, ამიტომ მთლიანად შიდა ტურიზმის იმედად დავრჩით. საჰაერო მიმოსვლა აღარ არის და საქართველოში მცხოვრები ყველა პირი, უცხოელია თუ საქართველოს მოქალაქე, ყველა პოტენციურ კლიენტებად განიხილებიან. ველოდებით, რომ აგვისტოს შუა რიცხვებიდან მეტი მოთხოვნა გაჩნდება. რაც შეეხება ფასს, ბაკურიანში დღიური დასვენების ღირებულება 60-80 ლარიდან იწყება. გუდაურში, ეს მაჩვენებელი100 ლარის ფარგლებშია. ცხადია, საკმაოდ დაბალი ფასია, მაგრამ  ეპიდემიის ფონზე მოთხოვნა ჯერჯერობით მაინც დაბალ დონეზეა", - აცხადებს კუნელაური.

უძრავი ქონების ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება.  Colliers International Georgia-ს თბილისის უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. კვლევის ავტორების ინფორმაციით, პრემიუმ კლასის შემთხვევაში წლის ბოლომდე მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება და ფასის უმნიშვნელო ცვლილება, რაც მწვავედ აისახება გასაქირავებელი უძრავ ქონებაზე, სადაც მოსალოდნელია როგორც ტრანზაქციების ისე მათ შორის ფასის შემცირებაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system