თავში

პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შესრულდა

პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შესრულდა
პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შესრულდა

ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის იანვარ-მარტში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ 18 მლნ 719 ათას 600 ლარი შეადგინა, რაც საპროგნოზო მოცულობის ანუ 32 მლნ ლარის 58.5%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის I კვარტლის გეგმა 58.5%-ით შეასრულა. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში შემოსულობებმა ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (მაგალითად: შენობა-ნაგებობა) (15 462.5 ათასი ლარი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (30 მლნ ლარი) 51.5% შეადგინა, ხოლო არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა კი - 3 256.9 ათასი ლარი, რაც პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის (2 მლნ ლარი) 162.8%-ია.

მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ახალი ტალღა დაიწყო ბიზნესისთვის 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა შეთავაზებული. იზრდება ქვეყნის მასშტაბით არსებული, საინვესტიციოდ მიმზიდველი, უძრავი ქონების ნუსხა, გასაყიდი ობიექტების რუკას ემატება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა ტიპის საწარმო, მაგისტრალურ გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად გამოყოფილი ლოკაციები, ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკური მიზნებისათვის საჭირო ობიექტები საერთო ჯამში წარმოდგენილია 350 000 000 მლნ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი. ასევე, იზრდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნუსხაც. წიაღის კომპონენტს 50 სხვადასხვა ტიპის 50 00 000 ლარის საწყისი ღირებულების საბადო დაემატება, როგორიცაა პოლიმეტალები, სამთო-ქიმიური ნედლეული, საშენი მასალები და მიწისქვეშა წყლები. ახალი ობიექტებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის მოცულობა 60 000 000 ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 780 ადამიანს. აღსანიშნავია, რომ რესურსის მოპოვებასთნ ერთად მოხდება მათი ადგილზე გადამუშავება, რაც მოზიდულ ინვესტიციასთან ერთად შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ჯამში სახელმწიფო 400 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას შესთავაზებს ბიზნეს სექტორს. მოსალოდნელი ინვესტიცია – 350 მილიონ ლარს შეადგენს და სულ მცირე 10 000 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2019 წელს ბიზნეს სექტორს მასშტაბური საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც შეთავაზებული იყო კომერციულად მიმზიდველი 100-ზე მეტი უძრავი ქონება და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიეღო მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გამხდარიყო სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე. პროგრამის ფარგლებში შეიქმნა საპრივატიზებო რუკა, სადაც დატანილი იყო სახელმწიფო აქტივების ნუსხა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში პლატფორმას 100 000-ზე მეტი ვიზიტორი ყავდა. დღეის მდგომარეობით პრივატიზებულია 82 502 751 ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 3 500 000 ლარის ღირებულების 47 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საბადო, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 20 000 000 ლარს აჭარბებს, ხოლო დასაქმების მაჩვენებელი 1 086 ადამიანს შეადგენს.

სახელმწიფო ქონების სააგენტოს მფლობელობაში ამჟამად სულ 106 საწარმო იმყოფება, ამ საწარმოების უმეტესობა მცირე ზომისაა და არაერთი მათგანი საქმიანობას არ ახორციელებს. ამ კომპანიების შერწყმა-ლიკვიდაცია უკვე არაერთი წელია, რაც მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system