თავში

პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა
პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირდა

მაისში სურსათიდან ყველაზე მეტად გაძვირდა იმერული ყველი, ვაშლი და ძროხის ხორცი. ამ პროდუქტების ჯამური წვლილი ინფლაციაში 1.6 პპ-ს უტოლდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, წინა წელთან შედარებით სიგარეტზე 13.6 პროცენტიანი ფასების ზრდა (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ). ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნულმა ბანკის(სებ-ი) 2020 წლის მაისის „თვის მიმოხილვაში".

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაისში წლიური ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.6 პპ-ით, ბენზინის 16.7 პროცენტით გაიაფება მოქმედებდა. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მაისში 5.4 პროცენტამდე მოიმატა.

სებ-ის შეფასებით, მაისში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 4.0 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 6.8 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 7.9 პროცენტით გაძვირდა.

სებ-ის განმარტებით, 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით ხანმოკლე, საშუალო ხანგრძლივობის და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 0.1, 0.4 და 1.2 პროცენტით დაიკლო. ფასებმა მომსახურებაზე 1.4 პროცენტით მოიმატა. წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 8.5, 3.2 და 11.6 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 2.9 პროცენტით გაძვირდა.

"2020 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო, აპრილთან შედარებით, ფასები 0.2 პროცენტით გაიზარდა. მაისში წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ინფლაციაზე სეზონური ფაქტორების გამო ზოგიერთი საკვების გაძვირებასა და გაიაფებას უკავშირდება. ამის გარდა, მსოფლიოში ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, 7.1 პროცენტით გაიაფდა ბენზინი, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. წლიურ გამოხატულებაში, სურსათის ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება და მაისში 15.1 პროცენტს შეადგენდა (4.5 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი მთლიან ინფლაციაში)," - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მაისის თვის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system