თავში

პროდუქციის ფასწარმოქმნის მოდელი იცვლება

პროდუქციის ფასწარმოქმნის მოდელი იცვლება
პროდუქციის ფასწარმოქმნის მოდელი იცვლება

საქართველო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადადის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადასვლის სტრატეგიაზე უკვე მუშაობს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მერუნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის, განმარტებით, პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პავლიაშვილის შეფასებით, ცირკულარული ეკონომიკის მოდელი ქართულ ბიზნესს ხარჯს შეუმცირება და ფასწარმოქმნისას ადგილობრივი ნაწარმი უფრო კონკურენტული გახდებს.

„ბიზნესის ჩართულობით ფასწარმოქმნის მოდელი იცვლება. ანუ, პროდუქცია კონკურენტუნარიანი ხდება. ჩვენ განახლებადი ენერგიების გამოყენება გვინდა. მაგალითად, როგორიც არის მზის ენერგია, ქარის ენერგია, ზღვის ტალღები და უამრავი სხვა რამ. განახლებადი ენერგიების გამოყენება გულისხმობს, რომ რაც შეიძლება შემცირდეს თვითღირებულება და პროდუქცია გახდეს კონკურენტუნარიანი. აუცილებელია, რომ შეიქმნას მოტივატორები, რომლებიც ამ პროდუქციის გამოშვებას ხელს შეუწყობენ“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დღეს, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია კერძო სექტორის მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება და სისტემის ეფექტიანი დანერგვა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system