თავში

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს მგზავრობა დაუფინანსდებათ

პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს მგზავრობა დაუფინანსდებათ
პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებს მგზავრობა დაუფინანსდებათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს სწავლის პერიოდში ტრანსპორტის ხარჯს დაუფინანსებს. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობის მსურველთა განაცხადების მიღება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამა, 2016 წელს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით, უკვე 600-ზე მეტი დევნილი სტუდენტი დაფინანსდა.

პროგრამაში მონაწილეობისათვის ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:  რეგისტრირებული იყოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში და ჰქონდეს დევნილის სტატუსი; სწავლობდეს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში; სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული უნდა იყოს 2017-2019 წლებში; განმცხადებლის მისამართსა და იმ სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, სადაც იგი ჩაირიცხა, მანძილი უნდა იყოს 2 კმ-ზე მეტი.

განაცხადის ფორმა, ინსტრუქცია და დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა დეტალურად მოცემულია ბმულზე: http://gov.ge/s/c94a5“ — ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system