თავში

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო

წელს პირველად, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხონ პროფესიული ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარტნიორ, კერძო კომპანიასთან წარმატებით გავლილი გასაუბრების საფუძველზე.

"იზრდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროგრამების რაოდენობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სარკინიგზო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებებით. პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი კერძო კომპანია.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირები რეგისტრაციას გადიან ზემოაღნიშნული პროცედურის საფუძველზე, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ექნებათ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე გაიარონ ტესტირება. მათთვის ქართული ენის სათანადო დონეზე სწავლებისათვის პროფესიულ პროგრამებში ინტეგრირებულია ქართული ენის მოდული," - განუცხადა Report.ge-ს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, გიორგი ვაშაკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, 2 ოქტომბრიდან15 ოქტომბრის ჩათვლით, აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას.

ყველა დაინტერესებულ პირს, საქართველოს ყველა რეგიონში, აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით. რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

აპლიკანტებს, ასევე, საშუალება აქვთ, გამოიყენონ ელექტრონული (ონლაინ) რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით.

შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია შესაძლებელია ერთი მიმართულების ქვეშ არსებულ რამდენიმე პროგრამაზე!

ტესტირების შედეგების შემდეგ აპლიკანტებს ექნებათ საშუალება, გადახედონ რეგისტრაციისას მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს და ერთი მიმართულების ქვეშ შეცვალონ სასურველი პროგრამების სია მიღებული ქულებისა და წინა წლების სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, პროფესიული სწავლების ხელსეწყობის პარალელურად სახელმწიფო პროფ.სასწავლებლების შენობათა კეთილმოწყობას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. ეს მაშინ, როცა ბიზნესი პროფესიული კადრების დეფიციტზე საუბრობს. პროფესიულ სასწავლებლებს კი დასაქმების ზრდაზე საკუთარი რეკომენდაციები აქვთ. გამოდის, რომ მცდელობის მიუხედავად, დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა ინტერესის ბალანსი ჯერ კიდევ ვერ ხდება და განათლების სისტემა მათ შორის შუა რგოლის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს. სპეციალისტების ნაწილი განათლების სამინისტროს დაფინანსების ზრდაში გამოსავალს ხედავს და იმედსაც ამყარებს, რომ განათლების უწყება შეძლებს შრომის ბაზარი კონკურენტული და კვალიფიციური კადრებით შეავსოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system