თავში

პროფესიული განათლების როლი საქართველოს შრომის ბაზარზე

პროფესიული განათლების როლი საქართველოს შრომის ბაზარზე
პროფესიული განათლების როლი საქართველოს შრომის ბაზარზე

განათლების სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ პროფესიული განათლება ახალგაზრდების დასაქმებას მნიშვნელოვნად შუწყობს ხელს. თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლებელია მიდგომა შეიცვალოს და პროფესიული განათლების მიმღებთათვის საბაზისო სწავლების განგძლივობა 1 წლით შემცირდეს. ამის შესახებ report.ge-თან განათლების სფეროს ექსპერტმა მუხრან გულიაშვილმა განაცხადა.

,,ბოლო წლებში პროფესიული სწავლების სწავლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, გრძელდება ფინანსური მხარდაჭერაც, რაც პროფესიული განათლების დონეს გააუმჯობესებს. კარგია ისიც, რომ პროფესიულ განათლებაში ჩარიცხულ სტუდენტს უფლება აქვს,  მიიღოს ატესტატი, რის შესაძლებლობაც აქამდე არ იყო. ამით ახალგაზრდებს დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდებათ, რაც თავის მხრივ შრომის ბაზარზეც დადებითად აისახება. საინტერესოა, რომ მოქალაქეებს მიზნობრივ სერვისებს შესთავაზებენ. ამ სისტემამ უნდა მოამზადოს ის კადრები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტურია. ხშირად ხდება, როცა შრომის ადგილს საქართველოს ბაზარზე ხშირად იკავებს უცხო ძალა იმის გამო, რომ ჩვენ დამსაქმებელს სპეციალისტებს ვერ ვთავაზობთ. ამ დროს მოქალაქეები უცხოეთში იაფ მუშახელად მიდიან, როცა შესაძლებელია სამშობლოში უფრო ღირსეული სამუშაო შეასრულონ, მაგრამ შესაბამისი ცოდნა არ გააჩნიათ. ამიტომ ვთვლი, რომ განათლების სამინისტრომ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება დაიწყო. პროფესიული განათლების მხარდამჭერი პროგრამებით მნიშვნელოვნად შეეწყობა ხელი ქართველების დამაგრებას სამშობლოში. თუკი პროფესიული გადამზადების მიმართულებას გავაძლიერებთ, დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. შესაბამისად, მეტი დოვლათი შეიქმნება ეკონომიკაშიც", - ამბობს მუხრან გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს პროფესიულ განათლებაში 102,7 მლნ დოლარს დახარჯავს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მიმდინარე ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“და განათლების ყველა მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, მსოფლიო ბანკისა და სამინისტროს ერთობლივი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ არ შეჩერებულა. პირიქით, პანდემიამ კიდევ უფრო გამოკვეთა სისტემის საჭიროებები, მათ შორის, სკოლებში ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system